ზელენსკიმ უკრაინის არმიის რაოდენობა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინის არმია, დაახლოებით, 880 ათასი სამხედროსგან შედგება.
ამის შესახებ მან გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში თქვა.
„ჩვენ გვყავს 880 ათასი ადამიანი, ჩვენ გვყავს მილიონიანი არმია და, ამავდროულად, 30 მილიონი ადამიანი მუშაობს და შეიძლება, ცოტა მეტიც. ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით,”- თქვა მან.
ზელენსკი ამბობს, რომ ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა, თუმცა, სავარაუდოა, რომ – დაახლოებით 6,5-7,5 მილიონმა ადამიანმა.
“ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ ადამიანზე, ვინც უკრაინაში იმყოფება. ყველა მათგანი იცავს ევროპას და მსოფლიოს. აბსოლუტურად. ყველა თავის სამუშაო ადგილებზე“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.