გივი მიქანაძე – “ლელოზე“: ფაქტობრივად, სახე ჩამოსტიროდათ, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ

“ფაქტობრივად, სახე ჩამოსტიროდათ, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გივი მიქანაძემ “ლელოსთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ლელომ” დაამტკიცა, რომ ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული პროცესი მისთვის საინტერესო არ არის.

„საკითხების განხილვა მიმდინარეობს ძალიან კონსტრუქციულ ვითარებაში. ძირითადად, მოხდა ყველა საკითხის მიმოხილვა, რაც 9 პუნქტთან არის დაკავშირებული. შეხვედრაზე მაქსიმალური აქცენტი კეთდება იმ პუნქტებთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაშია და რაზეც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. „ლელომ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ განცხადებით, რომ მათთვის პროცესი არ არის საინტერესო. 12-პუნქტიანი გეგმის მსვლელობაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ და ფაქტობრივად საბოტაჟს ეწეოდნენ მთელი წლინახევრის განმავლობაში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ფაქტობრივად სახე ჩამოსტიროდათ, როდესაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ახლაც ამ პოლიტიკას აგრძელებენ“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა იმართება. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე – შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი – ირაკლი კობახიძე, უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციიდან არ მონაწილეობს „ლელო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები