კობახიძე: წარმოიდგინეთ, დღემდე ბელარუსიდანაც კი არ ჰყავს გაწვეული ელჩი უკრაინას და საქართველოდან გაიწვიეს ელჩი ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს

ზეწოლა იყო საკმაოდ სერიოზული. ამას ემატებოდა კონკრეტული ზეწოლის ფაქტები, როგორიც იყო ზელენსკის მიერ საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“  განუცხადა.

„წარმოიდგინეთ, დღემდე ბელარუსიდანაც კი არ ჰყავს გაწვეული ელჩი უკრაინას და საქართველოდან გაიწვიეს ელჩი ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, როცა ემოციური ფონი, ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ქართულ საზოგადოებაში. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, ემსახურებოდა ერთადერთ რამეს – საქართველოში სურდათ მეორე ფრონტის ხილვა, რასაც ირიბად ამბობდნენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ეს რუსეთს დაუმძიმებდა ვითარებას, მაგრამ უმძიმესად აისახებოდა ჩვენი ქვეყნის ბედზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები