მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი მაიამიდან მიემგზავრება
მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი მაიამიდან გაემგზავრა. ხომალდი „Icon of the Seas“ 365 მეტრი სიგრძისაა და 7600 მგზავრს იტევს. ის „Royal Caribbean Group“-ს ეკუთვნის.
გემი კარიბის ზღვაში შვიდ დღეს გაატარებს. ის რეგისტრირებულია ბაჰამის კუნძულებზე, აგებულია ფინეთში. გემზე განთავსებულია შვიდი საცურაო აუზი და ექვსი წყლის სასრიალო.
მისი ღირებულება შეადგენს 2 მილიარდ დოლარს.
ეკოლოგების თქმით, გემი მუშაობს თხევად აირზე და ჰაერში მავნე მეთანს გამოყოფს.