გიორგი ვოლსკი: სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა მსესხებელი, მითუმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია, დაიცვას

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მსესხებლის უფლებების დასაცავად სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ბევრი გაკეთდა.

„სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ ბევრი გაკეთდა იმისთვის, რათა მსესხებელი, მითუმეტეს თუ მძიმე მდგომარეობაშია, დაიცვას. ვერ დამისახელებთ მსოფლიოში ისეთ სახელმწიფოს, შეიძლება ერთი ორი აღმოჩნდეს მხოლოდ, რომელიც ასეთ (საცხოვრებლის დაკარგვის) მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს ბინის ქირას სთავაზობს და პრაქტიკულად არავის ტოვებს ჭერის გარეშე. ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა, მე რამდენადაც ვიცი, არის ჩამოყალიბებული, შეთანხმებული და ვისურვებდი, რომ ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური აქტივობები ნაკლები იყოს, ვინაიდან აშკარად სპეკულაციის ფორმას იღებს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები