ბექა ოდიშარია: სამწუხარო მოვლენები, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე განვითარდა გვაჩვენებს, რომ გარკვეული მიმართულებები დასახვეწია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

“ბუნებრივია საპატრიარქოს ვეთანხმებით. ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ ეს მუშაობა დაწყებული გვაქვს 2013 წლიდან. დაწესებული იყო ზედა ზღვარიც სარგებლის მიღების. ასევე შემოტანილი იქნა სასამართლოს კომპონენტი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა პოლიცია, ძალიან მარტივად და უბრალოდ. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროცესი გამხდარიყო უფრო ლმობიერი და ჰუმანური. თუმცა, დღევანდელი სურათი და განსაკუთრებით ის სამწუხარო მოვლენები, რომელიც კეკელიძის ქუჩაზე განვითარდა გვაჩვენებს, რომ დასახვეწია გარკვეული მიმართულებები და რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კეკელიძის ქუჩაზე მომხდარს გამოეხმაურა. მათი განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად ტრაგიკულია და საცხოვრებელი სახლით სასესხო უზრუნველყოფის საკითხის საკანონმდებლო დარეგულირების აუცილებლობაზე მეტყველებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები