უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები დრონების ერთობლივ წარმოებას განიხილავენ
უკრაინისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კიევში შეხვედრის დროს, დრონების ერთობლივი წარმოება განიხილეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ საუბრის უმეტესი ნაწილი დავუთმეთ ზოგადი ნაბიჯების განსაზღვრას უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების წარმოების გაზრდის საკითხს. ლიეტუვას აქვს ტექნოლოგიები, ჩვენ გვაქვს უნარი, გავაფართოოთ წარმოება. ჩვენ ვიცით რა, როგორ და როდის უნდა გავაკეთოთ ისე, რომ უკრაინულ-ლიეტუვურმა თანამშრომლობამ დრონების წარმოებაში მაქსიმალური შედეგი უმოკლეს დროში გამოიღოს“, – აღნიშნა კულებამ.
როგორც კულებამ განაცხადა, მიღწევადია უკრაინის მიზანი, აღადგინოს კონტროლი საჰაერო სივრცეზე.