მათიკაშვილი: როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, არაფრად აგდებს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, მისი მხრიდან განაწყენებებზე საუბარი ცოტა ცუდი მოსასმენია
როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, არაფრად აგდებს ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს და კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს, მისი მხრიდან განაწყენებებზე საუბარი ცოტა ცუდი მოსასმენია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„თავი რომ დავანებოთ წყენასა და ბუტიაობას, არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც ხდება სტუმრების მიღება-გაცილება. როდესაც, ნებისმიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოდის ჩვენს ქვეყანაში და არსებობს კონკრეტული ფორმატი ეკონომიკური კომისიის თანამშრომლობის, ცხადია, მას ხვდება პრემიერი და ამით ყველაფერი ნათქვამია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.