უკრაინული მხარე: არ გვაქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბელგოროდში ჩამოგდებულ „ილ-76“-ში
ამჟამად არ არსებობს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ჩამოგდებულ რუსულ „ილ-76“-ის თვითმფრინავში.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს.
„ტყვეების გაცვლა დღეს უნდა შემდგარიყო, მაგრამ არ შედგა. რუსული მხარის განცხადებით, ეს მოხდა რუსული „ილ-76“-ის ჩამოგდების შედეგად, რომელიც თითქოს ჩვენი ტყვეების გადაყვანას ახორციელებდა. ახლა ჩვენ არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რა რაოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინამ, თავის მხრივ, შეასრულა ყველა შეთანხმება გაცვლის მომზადებისთვის, რუსი სამხედრო ტყვეები დროულად მიიყვანეს გაცვლისთვის შეთანხმებულ პუნქტში, სადაც ისინი უსაფრთხოდ იყვნენ.