„ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება“ – ისრაელის მთავრობა ღაზაში საომარი მოქმედებების შეჩერებას გამორიცხავს

ისრაელის მთავრობის სპიკერმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა გამორიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

„რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ისრაელი არ იტყვის უარს „ჰამასის“ განადგურებაზე, ყველა მძევლის დაბრუნებასა და ღაზის სექტორის მხრიდან ისრაელისთვის საფრთხის აღმოფხვრაზე. ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება. წარსულში იყო პაუზები ჰუმანიტარული მიზნებისთვის. ეს შეთანხმება „ჰამასმა“ დაარღვია“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის სპიკერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები