თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის, შინდისის და ტაბახმელას 748 აბონენტს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის და ბელიაშვილის ქუჩების 25 აბონენტს; 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის(ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, კედიას, სამტრედიის, აგლაძის, ბაღის და გუდაუთის ქუჩების 567 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზეკარის, სვირის, ლისაშვილის, დარკვეთის, მირზაანის, ჟღენტის, წერონისის, ლაითურის, გეგუთის, ასურეთის, სანავარდოს, ბენდელიანის, კიშინიოვის, ქვიშხეთის, არბოს, კახიანის, ნოსტეს, უიარაღოს და კელაპტრიშვილის ქუჩების 2290 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის 395 აბონენტს; 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სანდრო ეულის და ასათიანის ქუჩების 81 აბონენტს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და კრწანისის ქუჩების 200 აბონენტს.
სამგორის რაიონში ვარკეთილი-3 II და VIII მიკრორაიონებს, მოსკოვის გამზირს, ქაიროს და შუამთის ქუჩებს 1619 აბონენტს შეზღუდვა 11-დან 13 საათამდე შეეხებათ.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, სანკტ-პეტერბურგის, უზნაძის და მარჯანიშვილის ქუჩების 490 აბონენტს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VI მიკრორაიონის 1267 აბონენტს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, სამრეწველო დასახლების, სამგორის ჩიხის და ნადარეიშვილის ქუჩის 1434 აბონენტს, ხოლო მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) და რესპუბლიკის მოედნის 130 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები