სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შეკრებილ სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერებს მინისტრი თამარ სანიკიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია მიესალმნენ, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
საზეიმო კონცერტი დაჯილდოების ცერემონიალით დაიწყო. ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვადასხვა საგანში საუკეთესო შედეგების მქონე 11 სტუდენტი დაჯილდოვდა. წარმატებულ სტუდენტებს საჩუქრები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, კომპანია გალფის, ბორჯომის, პეტროლგაზის, ბრითიშ ამერიქან თობაქოს და ვისოლის დირექტორებმა გადასცეს, გარდა ამისა, საჩუქრები დაწესებული ჰქონდათ ლიბერთი ბანკის, დისქავერი ჯორჯიასა და თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენლებს.
დაჯილდოვება საზეიმო კონცერტით გაგრძელდა. კონცერტში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ვოკალურ – ინსტრუმენტალური ანსამბლები, მოცეკვავეები და მომღერლები მონაწილეობდნენ.
კონცერტი ფოიერვერკით დასრულდა.