დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გაეროში გამგზავრების თემაზე იხუმრა

პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, არის სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, მას აქვს სრული უფლება და საშუალება მოგზაურობის, შეხვედრების თავის კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობს იმ დოზით და იმ ფორმით, რაზეც მთავრობა იქნება თანახმა.
“პრობლემა იმაშია, თუ იმ შეხვედრისას მთავრობისგან არა აქვს თანხმობა, მაგალითად, მოდი ვილაპარაკოთ ბიზნეს-კონტაქტების გაღრმავებაზე, მოდი გავაფორმოთ ხელშეკრულება უვიზო მიმოსვლაზე და ა.შ… ეს არის საკითხები, რომელიც მთავრობის და პარლამენტის კომპეტენციაშია. ამიტომ, შეიძლება იყოს ორი ტიპის ვიზიტი პრეზიდენტის, მაგალითად, პოლონეთში. ეს არის ის, როდესაც ის ჩადის იქ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, რაღაც დღესასწაულს ულოცავს ადგილობრივ ლიდერს ან გასვენებაა სერიოზული პოლიტიკოსის, ან რამე მსგავსი ღონისძიება. ეს არის ღონისძიებები, რომელზეც პრეზიდენტს ყოველგვარი ნებართვის და თანხმობის გარეშე შეუძლია ჩასვლა, მაგრამ თუ პრეზიდენტი მიემგზავრება მაგალითად სავალუტო ფონდის თავმჯდომარესთან შესახვედრად, სავალუტო ფონდი მოგეხსენებათ ფრიად საქმიანი ორგანიზაციაა, ეს ის თემატიკაა, რომელიც მთავრობის კომპეტენციაა, მთავრობისგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანხმობა და პრეზიდენტს რა თქმა უნდა შეუძლია ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა”, – განაცხადა უსუფაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
დავით უსუფაშვილმა იხუმრა, რომ გაეროს კლიმატის ცვლიელების სამიტზე პრეზიდენტი ან პრემიერი კი არა, ის უნდა წასულიყო.
“მე უნდა წავსლიყავი, რადგან ამ სამეულს შორის მხოლოდ მე მაქვს მეტეოროლოგიური განათლება. ამიტომ კლიმატის ცვლილებების სამიტზე მე უნდა წავსულიყავი”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები