გიორგი მარგველაშვილმა კახა კალაძის თხოვნა არ გაითვალისწინა – რას იხსენებს ვიცე-პრემიერი

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იხსენებს შემთხვევას, როდესაც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მისი თხოვნა არ გაითვალისწინა. კალაძის თქმით, მან პრეზიდენტს გარკვეულ პოზიციაზე კონკრეტული პირის კანდიდატურა შეთავაზა, თუმცა მარგველაშვილმა ვიცე-პრემიერის თხოვნა არ გაითვალისწინა.
„პრეზიდენტთან პირადად მე რამდენიმეჯერ მქონდა კომუნიკაცია. მარეგულირებელ კომისიაში გათავისუფლდა ერთი ადგილი. პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს კანდიდატი მთავრობას. მოგეხსენებათ, მარეგულირებელი კომისია ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, სწორი პიროვნების შერჩევა მნიშვნელოვანი იყო. ამასთან დაკავშირებით, პირადად მე დავუკავშირდი გიორგის და ვთხოვე, გაეთვალისწინებინა პიროვნება, ვინც ჩვენი მხრიდან იქნებოდა შეთავაზებული, თუმცა ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა კალაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები