კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი ბავშვივით დაატარებდა მარგველაშვილს, რომ ამომრჩეველს მისთვის ხმა მიეცა

ბატონი ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილს საარჩევნო კამპანიის დროს ბავშვივით დაატარებდა ყველგან, რომ ამომრჩეველს მისთვის ხმა მიეცა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.მისი თქმით, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ჩამოყალიბებული დამოკიდებულება მინისტრებისთვის და პირადად მისთვისაც რთულია.
„ჩვენს ოპონენტებს, გარკვეულ ძალებს სურვილი აქვთ, რომ ქვეყანაში იყოს ქაოსი, კოალიციაში დაპირისპირება და შეუთანხმებელი მოქმედებები, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ. რაც შეეხება პრეზიდენტთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც მთავრობის წევრისთვის დამოკიდებულება, რაც ჩამოყალიბდა პრეზიდენტსა და მთავრობას, ასევე მთავრობის მეთაურს შორის რთულია ჩვენთვისაც, მინისტრებისთვის“, – აღნიშნავს კალაძე.
ვიცე-პრემიერის თქმით, მან არ იცის, თუ რამ გამოიწვია პრეზიდენტ მარგველაშვილის დამოკიდებულებების შეცვლა. კალაძემ აღნიშნა, რომ ხელისფლებაში მოსვლისას მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი იყო.
„როდესაც მოვედით ხელისუფლებაში გიორგი მარგველაშვილი ჩვენი გუნდის წევრი იყოს. პრეზიდენტობის კანდიდატად ჩვენი, კოალიციის მხრიდან იქნა წარდგენილი. გვახსოვს მთელი საარჩევნო კამპანია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბავშვივით დაატარებდა ყველგან, რომ ამომრჩეველს მისთვის ხმა მიეცა. ეს იყო რეალობა, ჩვენ ამას ვერ გავექცევით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები