16 სექტემბერი

09:45
„ქორთიარდ მერიოტში“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, კონფერენციის „2014 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები: მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, პოლიტიკურ და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნატოს სამიტის შედეგები და მოსალოდნელი საფრთხეები „ისლამური ხალიფატის“ სახით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და კომპანია იუ-ჯი-თის ვიცე-პრეზიდენტი შვეიცარიიდან, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელებთან შესახვედრად მივლენ და ახალი კომპიუტერების შეფასებებს მათგან და მათი დამრიგებლებისაგან მოისმენენ. მისამართი: პეტრიაშვილის #7 საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577 17 33 25
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზურა აბაშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
12:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ნიკა ჩიტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, პრემიერის და პრეზიდენტის ურთიერთობა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში საბურთალოს გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, უკანონოდ განთავისუფლების შესახებ განცხადებას გააკეთებენ.
13:00
“პირველ პრესკლუბის” სტუმარი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გულიკო ზუმბაძე იქნება. თემა: ახალი სასწავლო წელი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო საზოგადოებრივ კოლეჯში, აბიტურიენტთა მიღებასთან დაკავშირებით, კოლეჯის დირექტორი თემურ ლორთქიფანიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: ჭავჭავაძის 49
13:15
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი კახი კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:30
ბათუმის მერიასთან, ლიბერთი ბანკი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი და შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი, ბათუმის ავტობუსებში უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვის შესახებ პრესკონფერეციას გამართავს.

15:00
საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, აფხაზეთიდან დევნილი დედა-შვილის მარინე და გიორგი ჟიჟიბაიების, ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
16:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. მისამართი: ლერმონტოვის #10
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელზეც მიწის ლეგალიზების კომისიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. მისამართი: ლერმონტოვის #10

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები