გია აბაშიძე: გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე წარმოადგენენ ღალატის, შარლატანობის, ფარისევლობისა და გაიძვერობის კლასიკურ მაგალითებს და მათ სიტყვებს ჩალის ფასიც არ აქვს
თბილისის მერს, კახა კალაძეს ვითომ ამუნათებენ რადიკალური ოპოზიციის ის ტრაგიკომიკური პერსონაჟები, რომელთა პოლიტიკაში ყოფნა უდიდესი ანომალიაა, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე წარმოადგენენ ღალატის, შარლატანობის, ფარისევლობისა და გაიძვერობის კლასიკურ მაგალითებს და მათ სიტყვებს ჩალის ფასიც არ აქვთ.
„თბილისის მერს, კახა კალაძეს ვითომ ამუნათებენ რადიკალური ოპოზიციის ის ტრაგიკომიკური პერსონაჟები, რომელთა პოლიტიკაში ყოფნა უდიდესი ანომალიაა. გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე წარმოადგენენ ღალატის, შარლატანობის, ფარისევლობისა და გაიძვერობის კლასიკურ მაგალითებს. ვინ უნდა დააბულინგონ ამ მართლა საჯიკებელმა ჯამბაზებმა, როცა მათ სიტყვებს ჩალის ფასიც არ აქვთ?!“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.