ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება მთავრობისა და პარლამენტის გაასმაგებულ კოორდინაციას გულისხმობს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “ქართული ოცნების” ოფისში შეხვდა და მათ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო პარლამენტში განსახილველ კანონპროექტებს. უმრავლესობასთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Lhim_dbmD_k&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები