სამანტა პაუერი: განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომლის ძალისხმევამ სულ რაღაც 5 წელიწადში ტყვიით მოწამვლის შემთხვევათა მკურნალობისა და პრევენციის სფეროში შედეგად მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში

განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისადმი, რომლის ძალისხმევამ სულ რაღაც 5 წელიწადში ტყვიით მოწამვლის შემთხვევათა მკურნალობისა და პრევენციის სფეროში შედეგად მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით  შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში, – ამის შესახებ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერმა

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე,  სახელწოდებით – „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით საინტერესოა მოსაზრებების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ გახდა შესალსბელი  ამ სამაგალითო წარმატების მიღწევა.

„განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისადმი, რომლის ძალისხმევამ სულ რაღაც 5 წელიწადში ტყვიით მოწამვლის შემთხვევათა მკურნალობისა და პრევენციის სფეროში შედეგად მოიტანა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით  შემცირება ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ნამდვილად მოუთმენლად  ველი თქვენი მოსაზრებების მოსმენას იმის თაობაზე, თუ როგორ შეძელით ამ სამაგალითო წარმატების მიღწევა“, – განაცხადა სამანტა პაუერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები