ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს დაესწრო, სახელწოდებით –  „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა“. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლანჩის მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები