ირაკლი ზარქუა: საჯაროობა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა – ეს არის პოლარიზაციის დასრულების ყველაზე კარგი წამალი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ხალხის ძალის“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ სწორი ინფორმაცია, ღია და საჯაროობა არის მთავარი გარანტი, რომ ხელმოცარულ ოპოზიციას საშუალება არ მიეცეს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. დღე არ გავიდოდა, ახალი რაღაცები არ მოეგონებინათ. ჩვენ მივესალმებით ამ ინიციატივას – დიახ, ღია, საჯაროობა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა ეს არის პოლარიზაციის დასრულების ყველაზე კარგი წამალი“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, დიმიტრი ხუნდაძე დეზინფორმაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „ხალხის ძალის“ წევრი ამბობს, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა გამჭირვალობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები