გივი მიქანაძე – მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე: ეს მორიგი აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად მიუღებელი იყო „ნაცმოძრაობისთვის“ კანდიდატის სტატუსის მიღება

მმართველი გუნდის წევრი, გივი მიქანაძე „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მამუკა გამყრელიძისგან პირდაპირ ეთერში მოვისმინეთ მორიგი აღიარება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები პირდაპირ მოუწოდებდნენ დასავლურ პარტნიორებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ.

ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში ვამბობდით. მამუკა გამყრელიძის ეს მორიგი აღიარება კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად მიუღებელი იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და მისი შენაერთებისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ევროპელი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპაში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები