გიორგი აბაშიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის ყოფილი მერის, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის შვილის, გიორგი აბაშიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად გიორგი აბაშიძე არ ესწრება. აბაშიძის ადვოკატმა რამინ პაპიძემ 12 სექტემბერს სასამართლოს მტკიცებულებების წარმოდგენამდე პროცესის გადადების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
მისი განმარტებით, გიორგი აბაშიძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ფსიქოტროპულ მედიკამენტს იღებს. რამინ პაპიძის თქმით, სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით მოსკოვიდან ექიმის დანიშნულებას წარადგენენ. გიორგი აბაშიძე სამართალდამცველებმა 11 სექტემბერს საღამოს დააკავეს და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე წაიყვანეს. მას ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება დაუდგინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი აბაშიძეს 500 -ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.