ნიკოლოზ სამხარაძე: სასაცილო კი არა, სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩინეთში მოსკოვის დავალებით ჩამოვედით

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში საგარეო პოლიტიკისა და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზის გაკეთების უნარი არავის აქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება.

სამხარაძის თქმით, სატირალია იმის გაგება, რომ მმართველი გუნდი თურმე ჩინეთში მოსკოვის დავალებით ჩავიდა.

„უბრალოდ სასაცილო კი არა, სატირალია იმის გაგება, რომ თურმე ჩვენ ჩინეთში მოსკოვის დავალებით ჩამოვედით. ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ ჩვენ კი არ გვაყენებენ რაიმე ტიპის შეურაცხყოფას, არამედ შეურაცხყოფას აყენებენ ჩინეთს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა“, -აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები