„მხატვართა საიუბილეო წელი დაიწყო“ – სერგო ქობულაძე და ოთარ ჯიშკარიანი
15 იანვარს, 16:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ გაიხსნება გამოფენა – „მხატვართა საიუბილეო წელი დაიწყო“ (სერგო ქობულაძე (1909-1979), ოთარ ჯიშკარიანი (1929-1995).
ორგნიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჩუბინაშვილის ცენტრის არქივში დაცული ზემოხსენებულ გრაფიკოსთა ნამუშევრები.
გამოფენა 31 იანვრამდე გაგრძელდება.
მისამართი: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი, ათონელის ქ. N9.