თბილისის აეროპორტმა, ნისლის და უამინდობის გამო, რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო

უამინდობისა და ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო.

მოსკოვი-თბილისის რეისი, თბილისის ნაცვლად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. “ეარ დილიჯანის” საჰაერო ხომალდი, რომელიც ერევანი-თბილისის რეისს ასრულებდა, უკან – ერევანში გაფრინდა. ხოლო ავიაკომპანია “აზალის” ბორტი, რომელიც ბაქო-თბილისს ასრულებდა, ასევე უკან – ბაქოში დაბრუნდა. უკან დაბრუნდა “ქეშმ ეირიც”, რომელიც თეირანიდან თბილისის მიმართულებით მოფრინავდა. სტამბოლი-თბილისის რეისი გადამისამართდა ტრაპზონში.

არსებული ინფორმაციით, სხვა რეისების შესრულებას, ამ ეტაპზე, პრობლემა არ შეჰქმნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები