ეკვადორის პრეზიდენტის, დანიელ ნობოას განცხადებით, მისი ქვეყანა ომშია ნარკობანდებთან, რომლებსაც მძევლად ჰყავთ ციხის პერსონალის 130-ზე მეტი წევრი.
როგორც Reuters-ი უწყება, ნობოამ 22 ბანდა ტერორისტულ ორგანიზაციად დაასახელა, რაც მათ ოფიციალურ სამხედრო სამიზნეებად აქცევს.
„ჩვენ ომში ვართ და ვერ დავნებდებით ამ ტერორისტული ჯგუფების წინაშე“, – განუცხადა ნობოამ რადიოსადგურ Canela Radio-ს.
მისი შეფასებით, ეკვადორში დაახლოებით 20 000 კრიმინალური დაჯგუფების წევრია გააქტიურებული.
შეგახსენებთ, რომ ეკვადორის კრიმინალური დაჯგუფების Los Choneros-ის ლიდერი გენერალი ხოსე ადოლფო მასიასი ციხიდან გაიქცა.
ეკვადორის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაშია და ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული კრიმინალური დაჯგუფებების განეიტრალების ბრძანება გასცა.