საბერძნეთი ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს შეიმუშავებს

people, homosexuality, same-sex marriage and love concept - close up of happy male gay couple hands putting wedding ring on over rainbow flag stripes background

საბერძნეთი მალე გამოაქვეყნებს კანონპროექტს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებს, – ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

როგორც Reuters-ი იუწყება, საბერძნეთმა გასული ათწლეულის განმავლობაში გაატარა რეფორმების სერია ლგბტ+ უფლებების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია დიდი ხანია ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანი წყვილების თანაბარ უფლებებს.

სააგენტოს ცნობით, მიცოტაკისმა, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს კონსერვატიული ლიდერის ტრადიციულ იმიჯს, შეიმუშავა ეროვნული სტრატეგია ლგბტ+ უფლებების შესახებ, რომელმაც შეიძლება მოიპოვოს მემარცხენეების მხარდაჭერა, მაგრამ შექმნას ოპოზიცია უფრო კონსერვატიულ კვარტალებში.

„რასაც ჩვენ დავაკანონებთ არის ქორწინების თანასწორობა, რაც ნიშნავს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ნებისმიერი დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ეს არ არის რაღაც რევოლუციურად განსხვავებული, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებშია. საუბარია სამოქალაქო ქორწინებაზე და არა რელიგიურზე“, – თქვა მიცოტაკისმა სახელმწიფო მაუწყებელ ERT-სთან ინტერვიუში.

ლგბტ+ საზოგადოებამ განაცხადა, რომ საბერძნეთის მიერ ადრე დანერგილი რეფორმები საკმარისად შორს არ წასულა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საბერძნეთმა აღიარა თანასქესიანი წყვილებისთვის თანაცხოვრების ხელშეკრულებები, რაც მათ გარკვეულ უფლებებსა და შეღავათებს ანიჭებს, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ აქვთ უფლება იმისა, რომ ჰყავდეთ, ან იშვილონ ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები