თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები