პოლონეთში ერთმანეთს სამგზავრო მატარებელი და სატვირთო შეეჯახა, არის მსხვერპლი

პოლონეთში ერთმანეთს სამგზავრო მატარებელი და სატვირთო შეეჯახა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სამი კი დაშავდა.

ამის შესახებ RMF FM იტყობინება.

უბედური შემთხვევა რკინიგზის გადასასვლელზე, ქალაქ ბუძინთან, პოზნანის ჩრდილოეთით მოხდა.

რეგიონალურ მატარებელში 160 მგზავრი იმყოფებოდა.

ავარიის შედეგად, რკინიგზის ერთ-ერთი თანამშრომელი დაიღუპა. სამი დაშავებული – მემანქანე, მატარებლის უფროსი და ერთ-ერთი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, ლიანდაგი, დაახლოებით, 200 მეტრის ფართობზე დაზიანდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები