შსს ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო ატივისტის, ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატბის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული,
სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებულნი არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები