ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ხმაურია. ადგილზე მისულები ფერაძის ქმედებას აპროტესტებენ, კერძოდ, სამების ტაძარში ხატისთვის, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმას.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ნატა ფერაძის თქმით, მის სახლთან მისულები “ალტ ინფოს” ხალხია.

“გამხეცებულად ყვირიან. “ალტ ინფოა”, არ ვიცი, რაზე მოვიდნენ – ეკლესიები დაგვემხო თავზე, ინგრევა და იმაზე არ ჰქონდათ რეაქცია და რუსეთიდან ჩამოთრეულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოხატული, ეს დაიმართეს”, – ამბობს ფერაძე.

შეგახსენებთ, სამების ტაძარში ხატს, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, გუშინ საღებავი შეასხეს. აღნიშნული, სავარაუდოდ, სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ განახორციელა. მომხდარის ამსახველ ვიდეოს ფერაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამებაში მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები