საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერმინისტრად გაბრიელ ატალი დანიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.
8 იანვარს მაკრონმა თანამდებობიდან ელიზაბეტ ბორნი გაათავისუფლა, რომელიც პოსტს 2022 წლის მაისიდან იკავებდა.
34 წლის ატალი განათლების მინისტრი იყო.
BFMTV აღნიშნავს, რომ ატალი საფრანგეთის ისტორიაში მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა და ახლა მან მაკრონს კაბინეტის ფორმირებისთვის წინადადებები უნდა წარუდგინოს.
მედია ვარაუდობს, რომ თანამდებობის დატოვება მოუწევთ ფინანსთა, შს და ტრანსპორტის მინისტრებს.
ატალი სოციალისტურ პარტიის(PS) აქტიური წევრი, ასევე, ჯანდაცვის მინისტრის, მარისოლ ტურენის კაბინეტის წევრი (2012-2017) იყო. თუმცა, 2016 წელს ის შეუერთდა ემანუელ მაკრონის მიერ შექმნილ En marche პარტიას და მოგვიანებით მისი პრესმდივანი გახდა.
ატალი არ მალავს თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას. ის ურთიერთობაშია ემანუელ მაკრონის პარტიის ხელმძღვანელთან, სტეფან სეჟურნესთან.