ირაკლი ზარქუა: გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას გამოეხმაურა.

“გიორგი გახარიას პარტიის ინიციატივა მატრაკვეცობაა. როცა საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, გახარია ჩვენთან იყო და მაშინ არც წინააღმდეგი იყო და არც ხმა ამოუღია. ახლა რატომ გაახსენდა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს, ქვეყნის მასშტაბით უნდა ავირჩიოთ? ეს რა ლოგიკაა ან მანამდე სად იყვნენ ან ახლა რა არგუმენტები აქვთ? უბრალოდ, არ აქვთ თემები, არ იციან – რაზე ილაპარაკონ. ისინი ვერ ისაუბრებენ ეკონომიკაზე, მშვიდობაზე, ევროინტეგრაციაზე, ამიტომ იგონებენ ამ სისულელეებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს. როგორც პარტიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები