ცდილობენ, რომ ახლებური შეფუთვით, მაგრამ ისევ „ნაციონალები“ შეაჩეჩონ ქართველ ამომრჩეველს – მიხეილ სარჯველაძე
“რეალურად, ყოფილი „ნაციონალები“, რომლებმაც ხელოვნურად დაანგრიეს საკუთარი პარტია მხოლოდ იმიტომ, რომ გათავისუფლებულიყვნენ მძიმე წარსულისგან, პიარული თვალსაზრისით განთავისუფლებას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ, ცდილობენ, რომ ახლებური შეფუთვით, მაგრამ ისევ „ნაციონალები“ შეაჩეჩონ ქართველ ამომრჩეველს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„გააცნობიერეს ეს პრობლემა, რომ მხარდაჭერა არ აქვთ ახლა დაიწყეს გადაჯგუფება, რომ შექმნან ბუტაფორიული შთაბეჭდილება იმის, რომ ალტერნატიული ცენტრი იქმნება, ან ალტერნატიული ძალა იქმნება ისეთი, რომელსაც შეუძლია რაღაც პოპულისტური განცხადებებით რაღაც მხარდაჭერას მოუყაროს თავი. რეალურად, ამ მცდელობებს ვადევნებთ თვალს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.