პარტია იწყებს საარჩევნოდ მზადებას და შესაბამისად, საჭიროა, ამ ყველაფრის ორგანიზება და დაგეგმვა მოხდეს – ნიკოლოზ სამხარაძე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე სხვადასხვა პარტიული სტრუქტურის მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშსაც მოისმენენ.
„დავგეგმავთ მომავალი წლის საქმიანობას. ყრილობაზე ავირჩევთ დელეგატებს. მოგეხსენებათ, მომავალი წელი საარჩევნოა. პარტია იწყებს საარჩევნოდ მზადებას და შესაბამისად, საჭიროა, ამ ყველაფრის ორგანიზება და დაგეგმვა მოხდეს“, – განაცხადა სამხარაძემ.
დღეს „ქართული ოცნება“ პარტიის ყრილობას გამართავს.