განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა ლაგოდეხში ახალი ბაღის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ და კომიტეტის წევრებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალაშენებული ჭაბუკიანის საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ბაღის გახსნა მიულოცეს კომიტეტის წევრებმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა,  თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.

გივი მიქანაძის თქმით, მომავალი თაობის წინსვლაზე ორიენტირებული მიდგომა ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.

„საქართველოს რეგიონებში  ბაღებისა და სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს,  რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის განათლების მისაღებად უზრუნველყოფილი იყოს ისეთი გარემო, რომელიც პასუხობს ყველა საუკეთესო სტანდარტს და პრაქტიკას რაც კი მსოფლიოში არსებობს.  შესაძლებლობა გვქონდა გუბერნატორთან, მაჟორიტარ დეპუტატთან და  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად კომიტეტის წევრებს გაგვეხსნა  მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული  პროექტით აშენებული საბავშვო ბაღი, რომელიც სამი სოფლის ბავშვებისთვის იქნება სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელოვანი კერა. ბაღში დაცულია  ყველა უმაღლესი სტანდარტი. მომავალი თაობის წინსვლაზე ორიენტირებული მიდგომა არის ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საბავშვო ბაღი გათვლილია 100 ბავშვზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები