ფოთში, ლიეპაიას ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

“ქალაქ ფოთში, ლიეპაიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათი თქმით, პროექტის ფარგლებში, დაიგო 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყო ტროტუარები, რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, გადასასვლელი ხიდ-ბოგირები, გარე განათება.

დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და განხორციელდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

დასრულებული სამუშაოები ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, გიორგი თოლორდავასთან ერთად დაათვალიერა.

“საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხარდაჭერით”, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებები შპს „გზა-მშენებელი-13“ განახორცილეა და მისი ჯამური ღირებულება შეადგენს 669 343 ლარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები