აღმოსავლეთ ავსტრალიაში ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი, მათ შორის ცხრა წლის გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ გამოცემა BBC-ი იუწყება.
დაღუპულთა უმეტესობა კუინზლენდის შტატში დაფიქსირდა, სადაც ათიათასობით ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ფართომასშტაბიანმა წყალდიდობამ და ძლიერმა ქარმა ზიანი მიაყენა ვიქტორიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებს.
ზოგიერთ რეგიონში ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობებს სახურავები ახადა, ხეები წააქცია და ელექტრობოძები დააზიანა.