თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადს მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადს მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
საკანონმდებლო პროცედურის თანახმად, ალიანსში შვედეთის გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი ახლა თურქეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამ ეტაპზე, კენჭისყრის ჩატარების თარიღი უცნობია.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ ოქმი პარლამენტს რატიფიცირებისთვის 23 ოქტომბერს წარუდგინა.