ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა
ინდოეთის დედაქალაქში, ნიუ-დელიში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, საელჩოს თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. ინციდენტს ადგილობრივი პოლიცია იძიებს.
აფეთქება ადგილობრივი დროით 17:20 საათზე მოხდა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.