ვიქტორ დოლიძე: ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატოში გაწევრება

“ჩვენს საბოლოო მიზანს წარმოადგენს ნატოში გაწევრება, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუმცა, რა ფორმატით და როგორ მოხდება, იქნება ეს მაპ-ით თუ მაპ-ის გარეშე, ამას, რა თქმა უნდა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს”, – ამის შესახებ ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიცემა საქართველოსთვის გზას უხსნის ბევრ რაღაცას – როგორც ევროპულს, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„საქართველოს უკვე აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში წევრობისთვის, რაც არაერთხელ თქმულა არაერთ უმაღლესი დონის შეხვედრაზე. მგონია, რომ როგორც ნატოელები, ისე ქართველები ამაზე უკვე ვყალიბდებით. რაც შეეხება ვაშინგტონის სამიტს, ბუნებრივია, ჩვენ მომავალი წელი ძალიან ამბიციური და რეალისტური გვაქვს. კანდიდატის სტატუსის მიცემა საქართველოსთვის გზას უხსნის ბევრ რაღაცას როგორც ევროპულს, ასევე ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს ამასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელსა და თბილისში შედგება უმაღლესი დონის დელეგაციების ვიზიტები და შინაარსობრივად გამართული იქნება. ასევე, გვექნება წინ გადადგმული ნაბიჯები როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოს მხრივ”,- განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები