პარლამენტის ნდობის ჯგუფი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობას გაეცნო

პარლამენტის ნდობის ჯგუფი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობას გაეცნო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 “საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია.

 სააგენტოს ხელმძღვანელმა დეპუტატებს გასული წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შესახებ გააცნო ინფორმაცია, ისაუბრა სააგენტოს სამომავლო გეგმებზე. 

შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი.

 ნდობის ჯგუფი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემატურად ახორციელებს. სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები