მიხეილ სარჯველაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუნდენტებს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კავკასიის უნივერსიტეტის სტუნდენტებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ სტუდენტებს კომიტეტის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო.
„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელბულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. კითხვები როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმატიულ აქტებს, ასევე საქართველოში უფლებათა დაცვის გაძლიერების თვალსაზრისით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს ეხებოდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა სტუნდენტებს და პროფესიის დაუფლების გზაზე წარმატებები უსურვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.