ილია დარჩიაშვილი: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ – ჩვენი მთავარი ბერკეტია, აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან

“სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ოკუპაციის ხაზს მიღმა რაც ხდება, ეს არის პასუხისმგებლობა ძალის, რომელიც ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

დარჩიაშვილის თქმით, ქართული მხარე საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს.

„ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტია, აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მეგობრებთან, მათი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი აქტიური მუშაობით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მობილიზებით ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები