გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე პროექტ “სტუდენტური პარლამენტის” წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის საქმიანობა გააცნო და ახალგაზრდობის სფეროში არსებულ სიახლეებზე ესაუბრა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს განათლების ოთხივე საფეხურზე –  სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები