ზვიად შალამბერიძე: უხვმა თოვლმა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა – 54 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა

იმერეთში თოვლის საფარისგან 112 ლოკაცია უკვე გაწმენდილია. მუნიციპალიტეტებში გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამისი სპეცტექნიკა დილიდან მუშაობს და ეტაპობრივად იწმინდება, როგორც სოფლის გზები ასევე მუნიციპალური ცენტრები.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ამ წუთის მონაცემებით, დაახლოებით 50 სოფელი არის ადმინისტრაციულ ცენტრებს მოწყვეტილი, ხოლო 54 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა.

“უხვმა თოვლმა იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა, ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრსაც აღწევს. ამ წუთის მონაცემებით დაახლოებით 50 სოფელი არის ადმინისტრაციულ ცენტრებს მოწყვეტილი, ხოლო 54 000 აბონენტი არის ელექტროენერგიის გარეშე. რა თქმა უნდა სამუშაოები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და მობილიზებულია შესაბამისი სტრუქტურები. თოვლის საფარისგან დაახლოებით 112 ლოკაცია უკვე გაწმენდილია. ასევე კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიას” ჯგუფები მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. მთელი ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას სანამ ყველა გზა არ გაიწმინდება და ყველა აბონენტს არ აღუდგება ელექტრო ენერგიის მიწოდება”, – აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

რეგიონში უხვი ნალექი ამ დრომდე ნარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები