“მაიდანიზაცია” – სერბეთის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 38 პირი დააკავა

სერბეთის პოლიციამ ბელგრადში საპროტესტო აქციაზე 38 პირი დააკავა.

როგორც პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ივიცა ივკოვიჩმა თქვა, დაკავებულთა უმეტესობას ბრალად კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი ცვლილებისკენ მოწოდება და საჯარო შეხვედრებზე ძალადობრივი ქცევა ედება.

ივკოვიჩმა ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის დარბევის დროს ორი პოლიციელი მძიმედ დაშავდა, მათგან ერთს ოპერაცია დღეს ჩაუტარდება.

ბელგრადში განვითარებულ მოვლენებს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე შაპიჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს იყო “მაიდანიზაცია”.

​მისივე თქმით,  მერიის შენობას “გამოუსწორებელი” ზიანი მიადგა.

შაპიჩმა პოლიციას მადლობა უთხრა, რომელიც „მაქსიმალურად ტოლერანტულად რეაგირებდა“.

„იმედი მაქვს, რომ ეს ბოლო ასეთი ეპიზოდია, რადგან თუ ეს ასე არაა, მაშინ ჩვენ ყველას დაგვაშანტაჟებენ და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. საარჩევნო ნება ვლინდება არჩევნებში, ხოლო ინსტიტუციებში კანონიერი და არა – ამ გზით შედიან“, – თქვა შაპიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები