გურამ მაჭარაშვილი: მამუკა ხაზარაძე წინასაახალწლოდ თუ გაჩუმდება, მისთვის იქნება უკეთესი
„ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, “ხელისუფლებაში იმ პოლიტიკოსების მოშვება არ შეიძლება, რომლებმაც უახლოეს წარსულში ადამიანის უფლებები დაარღვიეს”.
„მამუკა ხაზარაძე ცოტა ხანი რომ გაჩუმებულიყო, მისთვის უკეთესი იქნებოდა, ამდენ სისულელეს აღარ იტყოდა. ვინ ჰყავს ახალი სახე, დავით უსუფაშვილი თუ სალომე სამადაშვილი, რომელიც საკუთარმა ოპოზიციამ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა? ან თავად როგორ წარდგება, როგორც ახალი სახე? ახალგაზრდობიდან მახსოვს და არც თუ ისე პოზიტიურად. კარგად ვიცით, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესი და პოლიტიკა ერთად კეთდებოდა. მამუკა ხაზარაძე წინასაახალწლოდ თუ გაჩუმდება, მისთვის იქნება უკეთესი. ერთადერთი ალტერნატივა იქნება იმაში, თუ ხაზარაძე და მისი გუნდი იტყვის, რომ პოლიტიკოსებად ვერ შედგნენ, საახალწლოდ ხალხს ახალ წელს მიულოცავენ და კარგად ბრძანდებოდეთო, იტყვიან. მაშინ უალტერნატივო იქნებიან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.