კახაბერ ლაბუჩიძემ დედაქალაქში მიმდინარე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განათლების და კულტურის მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც კახაბერ ლაბუჩიძემ აღნიშნა, წელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბიუჯეტი 3 მილიონ 508 ათასი ლარით განისაზღვრა და 2024 წელს შენობის რეაბილიტაცია დასრულდება.
,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასეთი ფართომასშტაბიანი სამუშაოების საშუალებით 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრი სრულად აღდგება, რათა მომდევნო თაობას შევუნარჩუნოთ ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც დღესდღეობით 5000-ზე აღსაზრდელს ემსახურება’’, – აღნიშნა კახაბერ ლაბუჩიძემ.
ის ასევე ოპოზიციის მხრიდან საკრებულოს სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც 2026 წლამდე ქვეყნის მასშტაბით 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას შეეხება.
,,სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით, როგორც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებით, ასევე – სკოლებით შევალთ ევროკავშირში”, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.